ლუკა კურტანიძის ფეისბუქ პოსტი განხილვისა და კრიტიკის თემად იქცა “ქართული ოცნების” ცალკეული მხარდამჭერების მხრიდან, როდესაც მან დაწერა, რომ ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობაზე არ დაუშვეს, რის გამოც ის ნაწყენი იყო და პრემიერ-მინისტრს მიმართავდა კითხვით, თუ რატომ მოხდა ასე.
“უპირველესად იმ ათასობით ადამიანს მუხლმოყრილი მადლობა, ვინც ასე გამაძლიერეთ არა მარტო ლუკა კურტანიძე, არამედ ყველა ის ადამიანი, ვინც ვალს წირავს თავის სამშობლოს, რადგან ეს რეაქცია ყველას იმედია.
თითოეულ ადამიანს უღრმესი მადლობა ასეთი სითბოსთვის და დაფასებისთვის.
მინდა განმარტება გავაკეთო იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ღირსება ძალიან შორსაა ვითომ ჩემზე მეტად რომ გულშემატკივრობთ “ქართულ ოცნებას”, ან საერთოდ რა შუაშია ამ შემთხვევაში ამ თემაზე საუბარი?!
ჩემი ცხოვრება ჩვენი სამშობლო საქართველოსთვის გავლიე, არამარტო როგორც სპორტის მოღვაწემ, არამედ როგორც საქართველოს წარმომადგენელმა მთელ მსოფლიოში. რამდენიმე დღის წინ, დაღესტანში, კავკასიური ძმობის მეგობრობის კეთილმეზობლობის სიმბოლოდ გმირის წოდება მომანიჭეს არა მე, ლუკა კურტანიძეს, არამედ ჩვენ კავკასიურ მეგობრობას!
დღემდე ვცხოვრობ იმ მოტივაციით, რომ ეგებ რამეში ვერგო ჩვენს სამშობლოს და ეგებ ერის სიყვარულით ვიცხოვრო…. ვიკითხე საჯაროდ რადგან ძალიან მეტკინა დამცირება სახალხოდ.. მეტკინა, რადგან სხვა სითბოს ველოდი, სადღაც კუთხეში მჯდარს, მე მივედი იმ ყრილობაზე, რადგან ჭიდაობაში რა გაკეთდა და რა იგეგმებოდა ოლიმპიური თამაშების წინ ის მომესმინა, თუნდაც როგორც სტუმარს და თუ რამე მაკავშირებდა როგორც პრეზიდიუმის წევრს ყრილობას შეეჩერებინა ჩემი უფლებამოსილება, მადლობა მეთქვა და მიმელოცა დამდეგი ახალი წელი, მაპატიეთ სხვა არაფერი მინდოდა და თქვენ ფიქრობთ, რომ უნდა გამოვეგდე?! ან რა დავაშავე თუ მივმართე ჩემ ერს?!
მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი სამშობლო იყო ჩემი ძალა და იმედი და როცა ძალიან მეტკინა, ვერ დავიტიე ტკივილი და ვთქვი საჯაროდ, რადგან იქ იმდენ ადამიანში დამამცირეს, რომ შემრცხვა, დავიბენი და წამოვედი შეურაცხყოფილი!
თუ პრემიერს მივმართე ეს გეწყინათ?! ვერ გავიგე?! დიახ მივმართე, რადგან მჯერა რომ რეაგირება იქნება, რადგან პრემიერმა მთელი მსოფლიოს გასაგონად უთხრა ბატონ ჯოზეფ ბორელს, რომ ქართველი ვერასოდეს ვერ შეეგუება უსამართლობას და მე ვაფიქსირებ მისი სიტყვის ურყევობას!
დიახ, მე ქართველი ვარ ვინც მთელი თავის ცხოვრება მიუძღვნა თავის სამშობლო საქართველოს და ამ უსამართლობას რაც ჩემი დამცირებით მოხდა ამაზე ვითხოვ მკაცრ რეაგირებას!
მე მჯერა, რომ ასე იქნება! თქვენ ვითომ ქართული იდეის, რომლის შინაარსი არც კი იცით, იმათ გასაგონად ვამბობ – გრცხვენოდეთ, თქვენი არც სახელი და გვარი არ მინდა ვახსენო, რადგან თქვენისთანა პარაზიტები სვრიან ერისკაცის სახელს და იმ დიდ იდეას, რასაც “ქართული ოცნების” ღირსეული ასრულება ჰქვია!
მე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ყველა ორგანიზაციას, ყველა საზოგადო მოღვაწეს, ყველა ჟურნალისტს, მიუხედავად მათი შეხედულებისა მადლობა მინდა შევწირო, რადგან ჩვენ ერთი ღირებულება გვაქვს და ამით ვაძლიერებთ ჩვენს სამშობლო საქართველოს.
ერთი ადამიანი მინდა გამოვყო რომელმაც მითხრა – ლუკა, მიუხედავად იმისა, რომ შენ და მე სხვადასხვა, რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები და პოზიცია გვაქვს, მე გაფასებ როგორც უღალატო მებრძოლს, ერთგულს იმ იდეისა, რასაც დღემდე აძლიერებ, დათო ერაძე (მთავარი არხიდან).
ახლა წავალ იმ ხეობაში, სადაც სიმშვიდე ვიპოვე და იმ კუთხის უდიდესი მფარველობა. მადლობა ზურა დათუნაშვილს, რომელიც სერბეთიდან შემეხმიანა, მადლობა უფალს ჩემი ერისგან ამხელა სიყვარულის მიღებისთვის, ყველაზე დიდი ტიტული, თანამდებობა ჩემი – ჩვენი სამშობლოს სიყვარულია, მადლობა”- წერს ლუკა კურტანიძე.