მინდა დავგმო ის, რომ რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით – პრეზიდენტი

3
spot_img

მინდა, გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება და ასევე გამოვეხმაურო რუსულ პოლიტიკას და დავგმო ის, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამკვირვებლებთან საჯარო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის მოთხოვნა, საქართველო დათანხმდეს დელიმიტაციას, უგულებელყოფს მთელ ლოგიკას საქართველოს მთავრობის, რომ ვითომ დათმობებით შეიძლება შეაცვლევინო რუსეთს მისი პოლიტიკა.

„მე მინდა, გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება და ასევე გამოვეხმაურო რუსულ პოლიტიკას და დავგმო ის, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როცა ითხოვს საქართველოსგან, რომ დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არის წარმოუდგენელი და რაც, პრინციპში, უგულებელყოფს მთელ ლოგიკას საქართველოს მთავრობის, ვითომ და დათმობებით შეიძლება შეაცვლევინო რუსეთს მისი პოლიტიკა. შეაცვლევინებ კი არა ააჩქარებ და ეს ჩანს ყოველდღიურად და ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, იქაც არის მცდელობა, რომ რუსული კანონი გაატაროს და რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა. მინდა, მათ სოლიდარობა გამოვუცხადო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.