მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა. ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ყოფილი პრეზიდენტის ორი სარჩელი ერთდროულად შევიდა.
ადვოკატები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას და დაუყონებლივ აღსრულებას ითხოვენ. მეორე სარჩელით კი მესამე პრეზიდენტის წამებას და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ასაჩივრებენ.
“დროებითი გადავადება, არის ასეთი სურვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა. თუკი დარჩა მას ეს შანსი. მისი ჯანმრთელობა არ არის ამოუწურავი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ძალიან ვცდილობ, რომ ჩემი შვილის ჯანმრთელობა გადავარჩინო” – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია.
“მესამე პრეზიდენტის საქმე უკვე სტრასბურგშია, დეტალებზე საუბარს მოვერიდები ანუ რა მოთხოვნებზეა საუბარი და ა.შ იურიდიული სტრატეგიიდან გამომდინარე”
საქმის პოლიტიზირება უნდოდათ, ის ისტერია რაც ვნახეთ კობახიძისგან და სხვა ლიდერებისგან გეგმა A ჩაეშალათ და ჩვენი ამოცანა იქნება, რომ კვლავ არ გავგრძელოთ საქმის პოლიტიზირება და ისე განვავითაროთ საქმე როგორც ეს მესამე პრეზიდენტს და ჩვენს ქვეყანას შეეფერება. ჩვენ არ ვიტყვით რა არის და რა ფორმით არის საჩივარი და ასევე არ ვიტყვით არის თუ არა 39-ე მუხლის შესახებ საუბარი ამ საჩივარში. მე დაგიდასტურებთ, რომ პრეზიდნეტის გადასარჩენად არის სხვა ღონისძიებებიც დაგეგმილი,”- აცხადებს ენმ-ს წევრი, სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე.