“ნაციონალურმა მოძრაობამ” შესაძლოა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერობის კანდიდატად მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი დაასახელოს. ამ ინფორმაციას ოპოზიციონერი დეპუტატები უკვე გამოეხმაურნენ.
ენმ-ის ყოფილი წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, საკითხის აქტუალობა ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან მისი შეფასებით, პარტია მიხეილ სააკაშვილის ხმებზე დგას.
“ფაქტია, რომ ბოლო NDI-ის კვლევით საკმაოდ პესიმისტური შედეგი აქვთ, ამიტომ ერთის მხრივ შესაძლებელია მათ საკუთარი ხმებისა და მომხრეების მობილიზაციისთვის იყენებდნენ მის[მიხეილ სააკაშვილის] პოლიტიკურ ფაქტორს და ეს ბუნებრივიც არის იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხმებია “ნაციონალური მოძრაობა” და მაშინ, როდესაც ამომრჩეველი ამ პარტიის მეტ-ნაკლებად ფრუსტრირებულია იმიტომ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა შიდა არჩევნების შემდეგ, შესაძლებელია ეს იყოს ერთგვარი ფაქტორი,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.