,,მიხაილ როთმა გვთხოვა, რომ მასთან შევინარჩუნოთ კომუნიკაცია ”- ზურა ჯაფარიძე

4
spot_img

მიხაილ როთმა გვთხოვა, რომ მასთან შევინარჩუნოთ კომუნიკაცია და თუ რამე იდეები გვექნება, თუ რაში შეიძლება ის იყო ჩართული და გამოგვადგეს, ყველანაირად დაგვეხმარება, ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც მან ჩამოიტანა , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზურა ჯაფარიძის თქმით, მიხაილ როთი აპირებს, რომ ისევ ინტერესით დააკვირდეს იმას, თუ რა ხდება საქართველოში.

„მთავარი გზავნილი, რომელიც როთმა ჩამოიტანა იყო ის, რომ ის იყო 27 წელი გერმანიის პოლიტიკაში, მათ შორის იყო ძალიან მაღალ თანამდებობებზე, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ის აღარ აპირებს გერმანიის პოლიტიკაში აქტიურად დარჩენას და იყო იმის სათქმელად ჩამოსული, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის აღარ იქნება გერმანიის აქტიურ პოლიტიკაში ჩართული, მას ჰყავს ძალიან ფართო სანაცნობო და სამეგობრო გერმანიის პოლიტიკურ წრეებში და ის აპირებს, რომ ისევ ინტერესით დააკვირდეს იმას, თუ რა ხდება საქართველოში. გვითხრა, რომ შევინარჩუნოთ მასთან კომუნიკაცია იმიტომ, რომ ისევ აქტიურად იქნება ჩართული ამ ამბებში და თუ შეიძლება, რომ დაგვეხმაროს და ჩართოს თავისი სამეგობრო, სანაცნობო წრე და დააბრუნოს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე, ის ამას გააკეთებს, ყველაფერს გააკეთებს ამისთვის“, – განაცხად ზურა ჯაფარიძემ.