მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის – მეთიუ მილერი

25
spot_img

ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ აღნიშნილი პოზიციის ახსნას გააგრძელებს, გადაწყვეტილება კი საქართველომ უნდა მიიღოს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის. ჩვენ ამის ახსნას გავაგრძელებთ და ისინი გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

მილერმა არ გააკეთა კომენტარი შესაძლო ზომებზ.

„სანქციების თაობაზე რაიმე განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ, იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ან რის გაკეთებას განვიხილავთ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.