სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, მსახიობი მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, – ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Los Angeles Times წერს.
მათივე ცნობით, მსახიობი „მცირეოდენი ფიზიკური აქტივობის შემდეგ, ლოს ანჯელესში, საკუთარ სახლში დაიღუპა“. მედია წერს, რომ ის უგონო მდგომარეობაში აბაზანაში იპოვეს.
მეთიუ პერის განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ Friends-ში და ჩენდლერ ბინგის როლმა მოუტანა. მან სიტკომის 10 სეზონსა და 234 სერიაში ითამაშა.