“მეშინია, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისმა კარმამ არ უწიოს”- იაგო ხვიჩია

126
spot_img

დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ყოველგვარი ინტერესი დავკარგე. სამწუხაროდ, ეს კანონი „გირჩს“ არანაირად შეეხება, ნეტავ, ის ფინანსური საშუალება გვქონდეს, რაც გათვალისწინებულია იმ ხალხისთვის, ვისზეც კანონის რეგულირება ვრცელდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ეს კანონი ყველაზე მეტად „ქოცებზე“ ვრცელდება“.

„ღმერთი სამართლიანია, ზემოდან გვიყურებს და ეს ძალიან საშიში ამბავია. მეშინია, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისმა კარმამ არ უწიოს და ამ კანონით გასამართლება თავად არ მოუწიოს, რასაც ასე თავგამოდებით იღებს და თან დასავლეთთან ცინიკური საუბრის საგანია. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღების არანაირი საჭიროება არაა, მაგრამ ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ აქვს და ძირითადად მასზე ვრცელდება, მიიღონ და ამ კანონით მართლმსაჯულების წინაშე თავად წარდგებიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.