მესამე მსოფლიო ომთან ახლოს ვართ, თუმცა ჩემი პრეზიდენტობის დროს ეს არ მოხდება -დონალდ ტრამპი

22
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ადამიანები მესამე მსოფლიო ომთან ახლოს არიან, თუმცა ეს მისი პრეზიდენტობის დროს არ მოხდება.

„შეხედეთ სიკვდილს ახლო აღმოსავლეთში და იმას, თუ რა ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის. ეს გრძელდება, და ჩვენ ამას დავასრულებთ. არავის აწყობს მესამე მსოფლიო ომი, და თქვენ არცთუ ისე შორს ხართ ამისგან. ამას პირდაპირ გეუბნებით. [პრეზიდენტ ჯო ბაიდენის] ადმინისტრაცია კიდევ ერთი წელი რომ ყოფილიყო, თქვენ მესამე მსოფლიო ომში იქნებოდით, ხოლო ახლა ეს არ მოხდება“, – თქვა ტრამპმა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, ის მთელ მსოფლიოში მოქმედებს სწრაფად, რათა დაასრულოს კონფლიქტები, ომები და პლანეტაზე აღადგინოს მშვიდობა. „მსურს მშვიდობა, არ მსურს ვიხილო, თუ როგორ კლავენ ყველას“, – აღნიშნა ტრამპმა.