
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მიერ მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს „უგუნური“ უწოდა.
„მესამე მსოფლიო ომის შიშის გაღვივება მედვედევის სამწუხარო, უგუნური კომენტარია, რომელიც არ აკმაყოფილებს მსოფლიო სახელმწიფოს მოთხოვნებს“, – წერს კელოგი სოციალურ ქსელში.
კიტ კელოგის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მუშაობს მიმდინარე ომის დასასრულებლად.
როგორც დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი განმარტავს, შეერთებულ შტატებში ელოდებიან რუსეთის მხრიდან დაპირებული მემორანდუმის მიღებას.
„ახლავე შეწყვიტეთ ცეცხლი“, – წერს კელოგი.