მექაში სიცხის შედეგად დაღუპული იორდანიელი პილიგრიმების რიცხვი 14-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
საუდის არაბეთის ქალაქ მექაში, მუსლიმთა წმინდა ადგილას ჰაჯის ყოველწლიურ პილიგრიმობას 1,8 მილიონი ადამიანი ესწრებოდა. როგორც ცნობილია, ჰაერის ტემპერატურამ 47 გრადუსს მიაღწია.