,,მძევლების გასათავისუფლების შემთხვევაშიც კი ომი არ შეჩერდება”- ბენი განცი

96
spot_img

ისრაელის ომის კაბინეტის წევრისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბენი განცის განცხადებით, მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი, ისრაელი გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს ღაზის სექტორის „ჰამასისგან“ გასათავისუფლებლად.

„მაშინაც კი, თუ მძევლების გასათავისუფლებლად ცეცხლის შეწყვეტა იქნება საჭირო, ომი არ შეჩერდება. ჩვენ გავაგრძელებთ იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენ მიზნებს“, – თქვა განცმა.

რამდენადაც ცნობილია, 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის დროს „ჰამასმა“ სულ 240 მძევალი აიყვანა.

„ისრაელი ახორციელებს ყველა პოლიტიკურ და სამხედრო ძალისხმევას, რათა მძევლები სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა დაბრუნდეს, ნებისმიერი საშუალებით”, – ამბობს განცი.