მავნებელი ოპოზიციის გარდა, ყველას დიდი სურვილი და საფუძვლიანი მოლოდინი აქვს, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარიას თქმით, მმართველი გუნდის ძალისხმევამ, სხვადასხვა ქვეყანაში შეხვედრებმა შედეგი გამოიღო.
„ჩვენმა მონაწილეობამ ფორუმებზე, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და ჩვენი სხვა ლიდერების შეხვედრებმა შედეგი გამოიღო. ამ ადამიანებმა, პირველ რიგში, გაიგეს, სინამდვილეში რა ხდება საქართველოში და არა ის მოდელირებული აპოკალიფსი, რომელსაც ე.წ. ქართული ოპოზიცია ავითარებს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.