,, მატყუარა ივანიშვილის მატყუარა დამქაში პაპუაშვილის სახით ცრუობს, რომ დიპლომატიური კორპუსი არ მიიწვიეს”- თინა ბოკუჩავა

10
spot_img

მატყუარა ივანიშვილის მატყუარა დამქაში პაპუაშვილის სახით ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მათ არ მიიწვიეს დიპლომატიური კორპუსი – დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს მივიდეს პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ „პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია“.

მისი თქმით, საერთაშორისო იზოლაციისგან ერთადერთი ხსნა არის ხელახალი არჩევნები.

„მატყუარა ივანიშვილის მატყუარა დამქაში პაპუაშვილის სახით ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მათ არ მიიწვიეს დიპლომატიური კორპუსი. დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს მივიდეს პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, სამაგიეროდ, შეეძლოთ მიეწვიათ ვლადიმერ პუტინი ან ნიკარაგუას ორტეგა, ან ვენესუელას მადურო, ეს არის სწორედ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის პირისპირაც დატოვა ივანიშვილმა საქართველო. ჩვენი ერთადერთი ხსნა ამ საერთაშორისო იზოლაციისგან არის ხელახალი არჩევნები, სადაც აისახება ქართველი ხალხის თავისუფალი ნება და ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მას მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი და სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა იზეიმოს საკუთარი პარლამენტის პირველი სხდომა.