მათ უსუსურობას პიარ სტრატეგიები და რაღაცები არ უშველის, რადგან მთავარია, სიმართლე არ არის მათ მხარეს. დანარჩენი არის მეორეხარისხოვანი – მამუკა მდინარაძე რადიკალებზე

6
spot_img

მათ უსუსურობას პიარ სტრატეგიები და რაღაცები არ უშველის, რადგან მთავარია, სიმართლე არ არის მათ მხარეს. დანარჩენი არის მეორეხარისხოვანი, – განუცხადა ჟურნალისტებს რადიკალებზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, რადიკალების მცდელობები შედეგს ვერ გამოიღებს.

„მათ უსუსურობას პიარ სტრატეგიები და რაღაცები არ უშველის, რადგან მთავარია, სიმართლე არ არის მათ მხარეს. დანარჩენი არის მეორეხარისხოვანი და იქიდან გამომდინარე, რომ მათი ეს ბოროტი გეგმები არ განხორციელდა, დავასწარით, დავახარჯვინეთ ენერგიაც. ამასობაში სწორი პოზიციაც ავირჩიეთ, ევროინტეგრაციის გზაზეც შედეგებთან მიმართებაში სწორად ვმოქმედებთ. ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, ევროინტეგრაციის გზაზე სწორ სიარულში შედეგზე გადის და მეორე მხრივ, ამ ოპოზიციის მავნებლობას – 16, 20 დეკემბერს, შემდეგ ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ბერკეტს აცლის, რომ კვლავ რაღაც განსაკუთრებულ ტურბულენტობაში ამყოფონ ეს ქვეყანა“, – განაცხადა მდინარაძემ.