MASSIVE ATTACK-მა საქართველოში კონცერტი გააუქმა

40
spot_img

28 ივლისს საქართველოში დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმდა, – ამის შესახებ განცხადებას Black Sea Arena „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

განცხადებაში კონცერტის გაუქმების მიზეზი არაა ახსნილი, მხოლოდ ის წერია, რომ ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა ეტაპობრივად აუნაზღაურდებათ.

25 აპრილს ჯგუფს ქართველი ხალხის სახელით მოძრაობა „სირცხვილიამ“ მიმართა და Massive Attack-ს მიმართა   და მოუწოდა ჯგუფს   საქართველოში კონცერტის გამართვამდე გაეცნონ ქვეყანაში არსებულ „საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას“ და განსჯის საფუძველზე გადადგან საპასუხო ნაბიჯი.

მიმართვა ჯგუფს – Massive Attack

მოძრაობის მიმართვაში საუბარი იყო „ოლიგარქიულ მმართველობაზე“, „აგენტების კანონზე“, საკონსტიტუციო ცვლილებაზე – „ანტი-ლგბტ კანონზე“, „ოფშორების კანონსა“ და „ძალადობრივ რეპრესიებზე“. მათი თქმით, დემოკრატიული ღირებულებებისთვის მებრძოლ საზოგადოებას, მთავრობა დემონსტრაციების დროს სისასტიკით პასუხობს.

3 მაისს მუსიკალურმა ჯგუფმა თავის გვერდზე სოციალურ ქსელ X-ში სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ სტუდენტებს, რომელებიც მონაწილეობდნენ მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებში.

ბრიტანული ჯგუფის, Massive Attack-ის კონცერტი 28 ივლისს 21:00 საათზე შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე იყო დაგეგმილი. ჯგუფი მთავრობის მხარდაჭერილი კამპანიის – Starring Georgia-ს ფარგლებში უნდა ჩამოსულიყო.