აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მარტის დასაწყისში აშშ-მა რუსულ მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია პოტენციური ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რომლის სამიზნე მოსკოვის მახლობლად მდებარე დიდი თავშეყრის ადგილი იყო.
„მარტის დასაწყისში ჩვენ გადავეცით რუსეთის მთავრობას გაფრთხილება მოსკოვში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რომლის პოტენციური სამიზნე დიდი თავშეყრის ადგილი იყო“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა.
მან აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ რუსეთს გაფრთხილება კერძო ფორმატში გადასცა, რაც დაზვერვის მონაცემებს ეყრდნობოდა.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. გარდაიცვალა 137 ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი,