მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით, ხელისუფლების მიზანია, ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტი, რომელზეც გავლენა არ აქვს – თინა ბოკუჩავა

17
spot_img

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით, ხელისუფლების მიზანია, ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტი, რომელზეც გავლენა არ აქვს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს სარწმუნოების, ეკლესიის გამოყენება, მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული საარჩევნო მიზნებისთვის სურს.

„ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია, მათ შორის თავად ეკლესიის პოზიციაც. როგორც მე მოვისმინე, მათთვისაც ამგვარი განცხადებები ხელისუფლების მხრიდან მიუღებელია. ჩემი აზრით, არის მორიგი მცდელობა [ხელისუფლების მხრიდან] ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტი, რომელზეც გავლენა არ აქვს და ბიძინა ივანიშვილს ვერასდროს ექნება. მას ჩვენი სარწმუნოების და ეკლესიის, მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული საარჩევნო მიზნებისთვის სურს გამოყენება, რაც უძვირფასესი შემადგენელი ნაწილია საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისთვის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა. ამ წუთებში, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების ინიციატივაზე მსჯელობის მიზნით, საპატრიარქოში მღვდელმთავრები არიან შეკრებილი.