მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს – ირმა ზავრადაშვილი

32
spot_img

“მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს!”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი აშშ-ის მიერ გამოცხადებული სანქციების პირველ პაკეტს.

„მე არ ვიცი, პირადად მე მეხება თუ არა ეს “სანქცია”, მაგრამ თუ მეხება ან მომავალში შემეხება, ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით  მეც და “ქართული ოცნების” ყველა დეპუტატიც. მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს!

P.S. ისა და, ბლინკენს ეხლა გაახსენდა, სანქცირებულის ვინაობის გასაჯაროება რომ არ შეიძლება? მოსამართლეების დასანქცირებისას არ ახსოვდა ეგ საკითხი?, – წერს ზავრადაშვილი.