მარკ რუტე და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრებენ

10
spot_img

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალ, ანკარაში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან რუსეთ-უკრაინის ომის უახლეს მოვლენებს განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი თურქ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, ერდოღანი და რუტე ასევე ისაუბრებენ ნატო-ს მოკავშირეებს შორის თავდაცვის სფეროში შესყიდვებზე დაბრკოლებების მოხსნაზე და ტერორიზმის წინააღმდეგ სამხედრო ალიანსის ერთობლივ ბრძოლაზე.

Reuters-ი წერს, რომ ნატო-ს წევრი თურქეთი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს, აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და კიევს სამხედრო დახმარებას უწევს, მაგრამ ამავე დროს თურქეთი ეწინააღმდეგება დასავლეთის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

ამასთან, გასული კვირის ოთხშაბათს ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტიულება – უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების ნება დართოს – კიდევ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს.