“ისე, სიმართლე თუ გინდათ, მარგველაშვილი იმდენად ბოთეა, სულაც არ არის გამორიცხული, რომ მაგაზე გააფორმეს და ფული სხვებმა წაიღეს, ხელი კი ამას მოაწერინეს”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, დავით ზარდიაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.
“ისე, სიმართლე თუ გინდათ, მარგველაშვილი იმდენად ბოთეა, სულაც არ არის გამორიცხული, რომ მაგაზე გააფორმეს და ფული სხვებმა წაიღეს, ხელი კი ამას მოაწერინეს და ცხადია, მოუტეხეს.
ანეკდოტები დადის, რაც მაგას, “ჯიპაში” უფროსი რომ იყო, კურიოზები დაემართა. მაგალითად: მისი კაბინეტიდან ისე წაიღო ქურდმა ორი ახალთ-ახალი კომპიუტერი, ამას არც უკითხავს – ვინა ხარ და რატომ, სად მიგაქვსო?
ქურდი მოვიდა, ხაზგასმულად ზრდილობიანად მიესალმა – “გამარჯობა ბ-ნო გიორგი, კომპიუტერების წასაღებად გამომგზავნესო, შეიძლებაო?” ამანაც მისალმების ნიშნად თავი დაუკრა, მერე ხელით ანიშნა, “მიდი, მიდიო”, სიტყვაც არ უთქვამს და თავისი “საქმე” განაგრძო. მეორე თუ მესამე დღემდე, როცა რომელიღაც თანამშრომელმა კაბინეტიდან გამქრალი კომპიუტერები სასხვათაშორისოდ მოიკითხა – სად დადგით ეგ კომიუტერები ბ-ნო გიორგიო, აზრზეც ვერ მოვიდა, რომ გაძარცვეს. ცხადია, ქურდი არც სახეზე დაუმახსოვრებია. რას აკეთებდა როცა ძარცვავდნენ და სტატიას წერდა. ცხადია – დემოკრატიაზე. ვერ დაამთავრა. დღესაც წერს.
მაგრამ, რასაკვირველია, ბოთეობა იოტისოდენადაც არ და ვერ ამართლებს. პირიქით: უარესიცაა და გაცილებით უარესი, რომ იგი ასეთ კურიოზში აღმოჩნდა – სააკაშვილის “გადასარჩენად იბრძვის”! ეგ ბოლო სტადიაა ან უსინდისობისა ან უტვინობისა ანდა ორივესი ერთად. მე მაინც – უტვინობა უფრო მგონია. მაგრამ: ასეთი უტვინობა უკვე არანაკლები უსინდისობაც არის”,- წერს სოციალურ ქსელში დავით ზარდიაშვილი