მაქვს ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ოჯახის წევრებს უკვე მისდით შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ – ხატია დეკანოიძე

88
spot_img

ძალიან მალე იქნება სანქციები. მაქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლების ოჯახის წევრებს უკვე მისდით შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება.

„რა თქმა უნდა, კონკრეტულად არაფრის დასახელებას არ ვაპირებ, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების გაუქმებაზე ინფორმაცია ძალიან მალე მიუვა „ქართული ოცნებიდან“ ყველა ადამიანს, ვისაც საჭიროდ ჩათვლის სახელმწიფო დეპარტამენტი. სანქციები დაეკისრება ყველას, ვინც მონაწილეობს ძალადობაში და აორგანიზებს ძალადობას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და თითოეულ მოსამართლეს აქვს სერიოზული პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების წინაშე.

„ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი – საკონსტიტუციო სასამართლო. „რუსული კანონი“ გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აკისრიათ დიდი პასუხისმგებლობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა თუ გამოიტანეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად გულისხმობს „რუსული კანონის“ მართლაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანის მცდელობას, ეს იქნება იგივე გადაწყვეტილება, რაც მიიღო 84-მა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში. საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს, მათ შორის ტურავას, აქვს სერიოზული პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების წინაშე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.