საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში აქციის ერთ-ერთი მონაწილის მიერ მისთვის გაგზავნილი შეტყობინების „სქრინს“ აქვეყნებს.
„მამუკა, ცუდ რაღაცებს ლაპარაკობენ აქეთ, მსხვერპლზე და ძალიან ფრთხილად იყონ რა თქვენები, გააფრთხილეთ ყველა. მე არსად არავინ მახსენოთ, მომკლავენ პირდაპირი გაგებით. მაგის გარდა, დრონებით აპირებენ აალებადი საღებავის გადასხმას პოლიციელებზე. ესეც მაგარი შარია, მგონი. „სპიჩკაზე“ იხუვლოს შეიძლება, სიგარეტზე, სანთებელაზე, მაშხალაზე. მიხედეთ რა მოკლედ, ფრთხილად რა“, – ნათქვამია მამუკა მდინარაძის მიერ გამოქვეყნებულ „სქრინში“.