მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებები დასრულდება ხვალ -გიორგი გახარია

20
spot_img

მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს დასრულდებოდა, მოლაპარაკებები დასრულდება ხვალ, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გახარიას თქმით, გარკვეული შეთანხმებები შედგა, თუმცა არის რაღაც საკითხები, რომელიც დასასრულებელია.

“გუშინ ვთქვი, რომ დარჩენილი იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა პარიტეტის საკითხს, რომელიც სამწუხაროდ, ისე, როგორც უნდა დალაგებულიყო, ვერ დალაგდა. თუმცა, რაღაცნაირად გამოსავალი ვნახეთ. ახლა არის უფრო კონკრეტული საკითხები, რომელიც ხვალ, დღის განმავლობაში, წესით, იმედი მაქვს, რომ დასრულდება და შეთანხმება იქნება მიღწეული“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ორბელიანების სასახლეში გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის კონსულტაციები მეორე დღეა მიმდინარეობს. მათ პირისპირ შეხვედრებიც გამართეს. ორბელიანების სასახლეში “ძლიერი საქართველოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა. ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია.