მამუკა ხაზარაძეს თავისი მილიონი პირველად რუსეთში უშოვია და ეტყობა, ვერ გამოდის ამ შთაბეჭდილებიდან -ირაკლი კობახიძე

43
spot_img

მამუკა ხაზარაძეს თავისი მილიონი პირველად რუსეთში უშოვია და ეტყობა, რაღაცნაირად ვერ გამოდის ამ შთაბეჭდილებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პოსტთან დაკავშირებით, სადაც ის წერს, რომ 14 კვირაში ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება.

„არ ვიცი, თვითონ თავისი მილიონი პირველად რუსეთში უშოვია და ეტყობა, რაღაცნაირად ვერ გამოდის ამ შთაბეჭდილებიდან, სულ რუსეთს ახსენებს. ეს არის მისი საქმე. რა თქმა უნდა, სასაცილოა, ხაზარაძემ ვინ სად უნდა გაუშვას, თვითონ არ იცის, საით აქვს წასასვლელი, მით უმეტეს, რომ მანქანაც დაეწვა, რომლითაც გეგმავდა საქართველოს შემოვლას“, – განაცხადა კობახიძემ.