
ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა რომში უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
„უკრაინა მზად არის უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს კიდევ ერთხელ დამიდასტურა. ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ ნამდვილად უნდა მშვიდობა,“ – წერს ემანუელ მაკრონი.