აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტიმ, ემანუელ მაკრონი ჩინეთისადმი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა.
„გადარეული სამყარო გვაქვს, რომელიც ფეთქდება და აშშ-ს აბსოლუტურად არაფერი აქვს სათქმელი. და მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთთან არის და უკანალზე კოცნის. საფრანგეთი ახლა ჩინეთისკენ მიდის?“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
9 აპრილს, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულება და თავიდან აირიდოს ჩინეთსა და აშშ-ის შორის ტაივანის საკითხზე კონფლიქტში ჩათრევა. მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპა უნდა გახდეს მესამე ძალა ტაივანის საკითხში და არ გახდეს ვაშინგტონის ან პეკინის პოზიციის მიმდევარი.