“მაკფოლის ინტერვიუ იყო წაშველება პოლიტიკურად განადგურებული ოპოზიციისთვის იმიტომ, რომ ახლა ოპოზიციას პულსი აღარ ესინჯება”- ასე ეხმაურება „ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემული ინტერვიუს.
როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, მაიკლ მაკფოლის განცხადება არის წახალისება ოპოზიციისთვის, რომელსაც პულსიც აღარ ესინჯება.
„ამერიკულმა და ევროპულმა ტექნიკურმა ჯგუფმა საქართველოში შემოწმებისას თქვეს, რომ საერთაშორისო სანქციებიდან თავის არიდებას საქართველოში ადგილი არ აქვს. მაკფოლი ამბობს, რომ არ სჯერა – ნუ, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ. მაკფოლის ინტერვიუ იყო წაშველება პოლიტიკურად განადგურებული ოპოზიციისთვის იმიტომ, რომ ახლა ოპოზიციას პულსი აღარ ესინჯება. როგორც ჩანს, ადგილობრივმა „ომის პარტიამ” „გლობალურ ომის” პარტიას მიმართა, რომ პრაქტიკულად რაღაცით დახმარებოდა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.