საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დანიშვნას ულოცავს.
„გულითადად ვულოცავ მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას. მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებასა და კავშირების გაძლიერებას. ღრმად მწამს, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“, – დაწერა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში.
აშშ-ის სენატმა დღეს ხმათა უმრავლესობით რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა.