“მაინც შიშობენ საცხრამაისოდ, ამბობენ მოკვდავებს საერთოდ არ შეუშვებენ წითელ მოედანზეო”

113
spot_img

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

ხერსონის ოლქში, დნიპროს მარცხენა სანაპიროზე ჩვენები ჩუმად წყნარად ამაგრებენ პლაცდარმს ოკუპირებული ტერიტორიების სრულად გათავისუფლებისთვის. ამასობაში, ოლეშკებთან თავდაცვის პუნქტი გაუნადგურეს ჩვენებმა ურდოს. ჰამბობენ, რომ ადგილობრივი პარტიზანების ნახელავია. ვენაცვალე მათ მარჯვენას.

– გენერალ სირსკის განცხადებით, ბახმუტში ვითარება კვლავინდებურად მძიმეა, მაგრამ 23-24 აპრილის განმავლობაში შეტევების ინტენსივობამ იკლო. ძირითადად მუშაობს მტრის არტილერია და ავიაცია. ჩვენებს უჭირავთ პოზიციები ხრომოვოს მიდამოებში უცვლელია; ურდო ვერ ახერხებს ო0506 ტრასის გადაჭრას; ჩვენებმა გუშინ კონტრიერიშით უკუაგდეს ურდოს მოიერიშე ჯგუფები, რომელთაც ჰქონდათ გარკვეული წინსვლა ამ მიმართულებით;
იგივე ხდება ბახმუტის სამხრეთში; ხოლო ცენტრში კვლავინდებურად მიდის ბრძოლა თითოეული სახლის და ქუჩისთვის; ჩვენები აკონტროლებენ დაახლოებით ბახმუტის 20%-ს და არ აპირებენ არც ქალაქის დატოვებას და არც არტერიული ტრასების დათმობას;

დანარჩენი ყველა მიმართულებით ან ჩვენებს აქვთ მცირედი წინსვლა და პოზიციების გაუმჯობესება, ან ურდო ვერ იძვრის ვერცერთი სანტიმეტრით წინ; უფრო მეტიც, ზაპოროჟიეში ძლიერდება პანიკა მტრის რიგებში;
მარიინკას უტევდნენ ჩრდილოეთ ნაწილში, მაგრამ ბიშტი;

უჰლედართან მოქუჩდნენ ისთევ საკობზონეები. მალე გაგისტუმრებთ ყველას კობოზნველიზე;

ავდეევკა ურყევად დგას;

ბელოგოროვკაში შეუტიეს ჩვენებმა ჯიგრულად და წაიწიეს პაწაზე წინ;
კრემინნაშიც გვაქვს პაწია წინსვლა;
სვატოვოს და კუპიანსკის მიმართულებებზე პოზიციური ბრძოლებიც კი არ იყო, არტდუელებში გადაიზარდა;
ურდოს სამხედრო ბლოგერები და პროპაგანძილები ისტერიკაში არიან, ძალიან გაიზარდა უკრაინული დრონების აქტივობა როგორც უკრაინაში, ისე რუსეთის ტერიტორიაზე;

სევასტოპოლში ახალი ვიდეობიც გაჩნდა, თუ სად იბუთქა კონკრეტულად ჩვენმა დრონებმა. კარგად დაუბაბანეს;
ორი ცალი დრონი მოსკოვში და შემოგარენში იპოვეს;

გუშინ ვნუკოვოში ფრენები საერთოდ შეჩერდა. არიქა დრონებიო.

მაინც შიშობენ სა 9 მაისოდ ურდოსიკები. ყველაფერი მინიმუმამდე დაჰყავთ, ამბობენ, მოკვდავებს საერთოდ არ შეუშვებენ წითელ მოედანზე და მოსაწვევებით იქნება შეშვებაო.

საერთაშორისო ლიდერების რაოდენობა წინა 9 მაისთან შედარებით, 100 პროცენტით იზრდება. თუ შარშან არავინ იყო, წელს ყირგიზეთის პრეზიდენტი ჩავა! განა ეს ცოტაა? საწყალს რაღაც ჭირდება ამ ყირგიზეთის პრეზიდენტს, თვარა, კი იცის, რომ იქ არაფერი ესაქმება;

ყაზახეთმა, მეორე წელია უკვე, ძვირი ჯდება 9 მაისიო და სხვა ღონისძიებებზე დავხარჯავთ მაგ ფულსო.
პუტლერის ჯაგლაგი გამომსევრდა ნიუ იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ეს ხომ მარაზმია, ფაშისტური რეჟიმი გაეროში როა თავმჯდომარე და სიტყვით გამოდის, მაგრამ ნუ მაინც მაგარი მოხვდა. ამერიკელებმა და ბრიტებმა გაიგდეს გარინჩას პასივით ლავროვი, რა მულტილატერიზმზე ლაპარაკობ, რა ნატოს საფრთხეზე და რუსეთზე თავდასხმაზეო, აი შე მართლ ჯაგლაგოო. მაგათ გარდა, თავისი სიტყვა ალბანეთის ელჩმაც უთხრა, შენი მულტილატერალური საგარეო პოლიტიკა არ გაიშვაო;

ჩინეთის საგარეომ უარყო საკუთარი ელჩი საფრანგეთში; საელჩოს საიტიდან მისი გამოსვლა ხო წაიშალა, საგარეოს წარმომადგენელმა მაო ნინმა, ყველა ქვეყანა, ვინც ვაღიარეთ სსრკს დაშლის მერე, სუვერენულია და პატივს ვცემთ მათ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტსო. ბალტიურმა ქვეყნებმა და მოლდოვამ!!!! დაიბარეს ჩინეთის ელჩებმა და ახსნა-განმარტებები მოსთხოვეს!

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, ნატომ უნდა გადალახოს ყველა წითელი ხაზი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაშიო; აშენდა შენი ოჯახი;

პოლონეთის, სლოვაკეთის და ჩეხეთის პრემიერებმა ერთობლივი განცხადებით ღიად დააფიქსირეს უკრაინის ნატოში უმოკლეს დროში გაწევრიანების მხარდაჭერა.

ყველაფერი ბრძლის ველზე გადაწყდება! პრაქტიკულად ყველაფერი მზად არის, მთავარია გამოსწორდეს ამინდები. 10 დღე მაინც არ უწვიმდეს, რომ ნიადაგი გაშრეს.

თეთრი სახლის სტრატკომი ჯონ კირბი ჰამბობს, რომ შეტევა რამდენიმე მიმართულებით განვითარდება;
გენერალი პეტრეუსი პროგნოზირებს, მაისის ბოლოს-ივნისის დასაწყისში დაიწყება დიდი ამბები და დაიწყება სამხრეთიდანო; კონკრეტულად მელიტოპოლსაც კი ასახელებს;

ოქროს კაცი უკრაინის შძ დაზვერვის საქართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი, რომელსაც კაბინეტში მოსკოვის რუკა უკიდია , ამბობს, რომ გადამწყვეტ ფაზაში შედის მზადება შეტევისთვის. მარტო ყირიმის გათავისუფლებაზე უკრაინა არ გაჩერდება. სანამ 1991 წლის საზღვრებზე არ გავალთ, მანამდინ ომი არ მორჩებაო!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველომ უნდა გაიხაროს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა გრუხუნით 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.