აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატია, რომელიც უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში, მაიკ პენსი კიევის ოლქის ქალაქებში მოშჩუნში, ბუჩასა და ირპენში ჩავიდა, რომლებიც ომის დასაწყისში რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული და სადაც რუსეთის სამხედროების მიერ სასტიკი დანაშაულები იქნა ჩადენილი.
„მჯერა, რომ ამერიკა არის თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი. აქ ჩემი, როგორც კერძო მოქალაქის ჩამოსვლამ, უკრაინელი სამხედროების გმირობის საკუთარი თვალით ხილვამ, ირპენში ადგილობრივი მოსახლეობის გმირობის დანახვამ, რომლებმაც შეაკავეს რუსეთის არმია, მათ ოჯახებთან შეხვედრამ, რომელთა სახლებიც დაიბომბა რუსეთის უგუნური და არაპროვოცირებული ინტერვენციის დროს, მხოლოდ გააძლიერა ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება, გავაგრძელო უკრაინელი მეგობრებისა და მოკავშირეებისადმი ძლიერი ამერიკული მხარდაჭერის მოწოდებით გამოსვლა“ , – განაცხადა მაიკ პენსმა NBC-სთან საუბარში.