რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 56 ადამიანი.
„ამ დროის მონაცემებით, მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი, 56 დაშავდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.