მადლობა გუნდს მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებული პატივია, ვემსახურო ჩვენს სახელმწიფოს -ანრი ოხანაშვილი

9
spot_img

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, ვემსახურო ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს სახელმწიფოს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენისთვის „ქართული ოცნების“ გუნდს მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს. ჩემთვის დიდი პატივია მისი ხელმძღვანელობით მთავრობის შემადგენლობაში ყოფნა. მადლობა პოლიტიკურ გუნდს გამოხატული დიდი მხარდაჭერისათვის, მადლობა რატი ბრეგაძეს, ჩვენი გუნდის წევრს, გაწეული დაუღალავი შრომისა და ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, ვემსახურო ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს სახელმწიფოს. მოგეხსენებათ, 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ხელისუფლებამ ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა იუსტიციის სფეროში. შესაბამისად, განვაგრძობთ ჩვენი გუნდის დაწყებულ საქმეს და მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით და დიდი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებას. მზად ვართ, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ანრი ოხანაშვილი დაიკავებს.