
ლორა თორნტონი რადიკალური ოპოზიციის დირექტორია. „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში იყო ზუსტად ის სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებასაც არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა, თუმცა მათ ამ საშინაო დავალების შესრულებაში ორიანი დაიწერეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, „როგორც ჩანს, ახალი გეგმა აქვთ, რითაც საქართველოა ებრძვიან და არა, კონკრეტულ პარტიას, რადგან საქართველოს ეკონომიკურ დაზიანებას ისახავენ მიზნად“.
„ოპოზიციაში ე.წ. პოლიტიკოსებმა იმაზე მეტი დეგრადაცია რა უნდა განიცადონ, როცა მათ ხელმძღვანელად, დავალებების მიმცემად ლორა თორნტონი ჰყავთ. ვინც საქართველოში მეორე ფრონტს ითხოვდა, ისინი თავს ამერიკის პრეზიდენტს ესხმიან. მგონი, კითხვა აღარ არსებობს, რა ძალები იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ და რა ძალებს სურდათ საქართველოში ბომბების ცვენა და ამ ქვეყნის განადგურება. ამ გამოწვევებს გავუძელით და რთული გზის გავლა მოგვიწია, საქართველო სამშვიდობის გავიდა. ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ ვინმეს თუ ჰგონია, რომ აქციებზე დგომა და საუბარი, ვითომ არჩევნები გაყალბდა, შემთხვევითია, ძალიან ცდება. ვინც საქართველოს წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, მათ კონკრეტული მიზანი ჰქონდათ, საქართველოში რამენაირად მეორე ფრონტი გახსნილიყი, რადგან მათ ომი აწყობდათ და მარცხი იწვნიეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.