ლიბიაში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა, 20 000-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ BBC წერს.
გაეროში აცხადებენ, რომ გამაფრთხილებელი სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში, ამ შემზარავი სტატისტიკის თავიდან აცილება შეიძლებოდა.
სამოქალაქო ავიაციის მინისტრის, ჰიშემ აბუ ჩკიუატის განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს.