ლიბანში აფეთქებების მეორე სერიის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

11
spot_img

ლიბანში უსადენო საკომუნიკაციო მოწყობილობების კოორდინირებული აფეთქებების მეორე სერიის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 450 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რაციები დედაქალაქ ბეირუთში და ლიბანის სამხრეთ ნაწილში გუშინ აფეთქდა. ზოგი მოწყობილობა იმ ადამიანების დაკრძალვის ცერემონიის დროს ამოქმედდა, რომლებიც ერთი დღით ადრე პეიჯერების აფეთქებების სერიას ემსხვერპლნენ.

„ჰეზბოლა“ მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა „ომის ახალი ფაზის“ დაწყება დააანონსა.

ლიბანში მოწყობილობების კოორდინირებული აფეთქებების გამო გაეროს უშიშროების საბჭო პარასკევს შეიკრიბება.