ლიანა ისაკაძეს დღეს დაკრძალავენ

24
spot_img

თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართველი მუსიკოსის, მევიოლინის, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის ლიანა ისაკაძის პანაშვიდი მიმდინარეობს.

გარდაცვლილს პატივს მიაგებენ ხელოვანები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ასევე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის წევრები.

ლიანა ისაკაძეზ 14:00 საათზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან გამოასვენებენ და მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია. 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი. ლიანა ისაკაძე ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა – 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი. ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება. ის თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე იყო. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.