“ლელოს” ვინც მხარს უჭერთ, ოდნავ მაინც არ “გიტყდებათ”, ან იოტისოდენა სირცხვილის განცდა არ გაქვთ, თუ რა მასშტაბის პოლიტიკურ “ავანტიურაში” ჩაგითრიათ ამ ორმა უსინდისომ?!-ზურაბ ქადაგიძე

35
spot_img

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავის საქართველოსთან წაგებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„საქართველო იგებს! საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება სარჩელზე, რომელიც მე და ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად, 2020 წელს შევიტანეთ“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, „სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია“. ნაძირალა თაღლითების პოლიტიკური მოღვაწეობა ხომ ანაკლიის თემით დაიწყო, თითქოს სახელმწიფო უსამართლოდ ექცეოდა და ცამდე მართლები იყვნენ?! აი, „ლელოს“ ვინც მხარს უჭერთ, ოდნავ მაინც არ „გიტყდებათ“, ან იოტისოდენა სირცხვილის განცდა არ გაქვთ, თუ რა მასშტაბის პოლიტიკურ „ავანტიურაში“ ჩაგითრიათ ამ ორმა უსინდისომ?! რა ვიცი, თავმოყვარე ადამიანი ამათთან გაერთიანდებოდა კი არა, სათოფეზე არ გაეკარებოდა, სულ ცოტა, რეპუტაციის საკითხია, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.