პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, ანა ბუჩუკური „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების ვერ მიღწევის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ „ლელომ“ კოალიციის შიგნით მათთან სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმება ვერ მოახერხა.
ბუჩუკურის თქმით, მის პარტიას „ლელოსთან“ პარლამენტში მომავალი თანამშრომლობის იმედი აქვს.
„ჩვენი გუნდის და გუნდის ლიდერის პრინციპია, რომ პირად ინტერესებზე ზემოთ ყოველთვის ვაყენებდით სახელმწიფო ინტერესს. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მოგვიწოდა, დისკუსიაში მონაწილეობა მივიღეთ. სამწუხაროდ, „ლელომ“ ვერ შეძლო კოალიციის შიგნით თავის პარტნიორებთან შეთანხმების მიღწევა ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. დრო შეზღუდულია, არჩევნები საკმაოდ ახლოსაა, სპეციალური პროცედურებია და ამ პროცედურებს კიდევ თავისი ვადები აქვს. შესაბამისად, შეთანხმება ამ ეტაპზე არ შედგა. მაგრამ დადებითია რომ ის, რომ „ლელოსთან“ დისკუსია გვქონდა, იმედს გვიჩენს სამომავლოდ, პარლამენტში მომავალი პარტნიორობისთვის“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.