“ლარის გამყარების ​ბოლო დროინდელი ტენდენციები ემყარება საკმაოდ ძლიერ სავალუტო შემოდინებას ბაზარზე” – ნათია თურნავა

21
spot_img

მიუხედავად ყველა სპეკულაციისა ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ეროვნული ბანკის პრიორიტეტი არის რეზერვების აკუმულირება და ჩვენი ეკონომიკა ამის საშუალებას იძლევა, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ აშშ-დან ჩართვისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.

„ლარის გამყარების ​ბოლო დროინდელი ტენდენციები ემყარება საკმაოდ ძლიერ სავალუტო შემოდინებას ბაზარზე. ტურისტული სეზონი იწყება და ეს ტენდენციები კიდევ უფრო მეტად გაგრძელდება. და ეს ჩვენთვის ყოველთვის არის საშუალება, რომ მეტი რეზერვი ვიყიდოთ, შევავსოთ და შევინახოთ იმ მომენტამდე, როდესაც მათი ბაზრისთვის მიწოდება გახდება საჭირო.

ჩვენ გამოვაქვეყნეთ მარტის მონაცემები და 102 მილიონ დოლარამდეა შეძენილი. მინდა გავამხილო, რომ აპრილის მონაცემები, რომელიც მაისის ბოლოს გამოქვეყნდება გაცილებით უფრო შთამბეჭდავი იქნება,. ჩვენი მოლოდინი, რომ რეზერვები საკმაოდ შეივსება მართლდება. ეს არის ჩვენი სიძლიერის საფუძველი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნულმა ბანკმა მარტში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 101.7 მლნ აშშ დოლარით შეივსო.