რუსეთის კურსკის ოლქში, უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის გამო, ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასები იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს.
ევროპულ ბირჟებზე საათში 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 39 ევრომდე გაიზარდა, ეს 2023 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შემდეგ რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი გრძელდება, თუმცა მიწოდების მოცულობა იკლებს. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ქალაქ სუჯაში გაზის გამანაწილებელი მსხვილი სადგურის სიახლოვეს საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სამშაბათს განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები, 300-მდე ჯარისკაცის, 11 ტანკისა და 20-ზე მეტი ჯავშანმანქანის მხარდაჭერით, თავს დაესხნენ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ქვედანაყოფების პოზიციებს ნიკოლაევო-დარიინოსა და ოლეშნიას დასახლებულ პუნქტებში კურსკის ოლქში.