კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა ისევ ამოიფრქვა

50
spot_img

იტალიის კუნძულ სიცილიაზე მდებარე ვულკან ეტნას ამოფრქვევის აქტიური ფაზა დაიწყო.

დილის საათებში ვულკანური ფერფლისა და კვამლის ღრუბლის სიმაღლემ 10 კილომეტრს მიაღწია.

ამოფრქვევის გამო, ქალაქ კატანიის მიმდებარე აეროპორტმა მუშაობა არ შეწყვიტა, მაგრამ ერთ-ერთი სექტორი დაიხურა და ჩამოსული ფრენების რაოდენობა საათში ექვსამდე შემცირდა.

ეს 4 ივლისის შემდეგ ეტნას აქტივობის მეხუთე ეპიზოდია. გასულ კვირას  აეროპორტმა ეტნას აქტივობის გამო მუშაობა შეაჩერა.

ივლისის დასაწყისში ვულკანიდან 5 კმ სიმაღლის ფერფლის ღრუბელი ამოვიდა.

იმავე დღეებში, ფერფლის დიდი ღრუბელი ამოვიდა ახლომდებარე კუნძულ სტრომბოლის ვულკანიდან.