ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა სავარაუდოდ უნდა მოემზადოს აშშ-ისგან ნაკლები დახმარების მისაღებად.
ჟურნალისტის კითხვაზე – უნდა მოემზადოს თუ არა უკრაინა აშშ-სგან ნაკლები დახმარებისთვის? – დონალდ ტრამპმა უპასუხა:
„ალბათ უნდა მოემზადოს“.
დონალდ ტრამპმა ასევე არ გასცა ერთმნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია რუსეთის პრეზიდენტთან და აღნიშნა, რომ „არ მინდა არაფერი გავაკეთო, რაც ხელს შეუშლის მოლაპარაკებებს“.