“კონსტიტუციაში ჩაიხედოს და თავისი პასუხისმგებლობა რა არის, რა ფარგლებია, იმის მიხედვით ისაუბროს”-მაჭარაშვილი პრეზიდენტზე

139
spot_img

საქართველოს პრეზიდენტს უნდა შევახსენოთ, რომ პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით სპეკულაციები მას შემდეგ დასრულდა, რაც სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპის ჰაერი არ სჭირდება, საქართველოს ჰაერზეც მშვენივრად იკვებება და იქნება კარგად, – ასე აფასებს  მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი  გურამ მაჭარაშვილი   „უკრაინსკაია პრავდასთან“სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს: „ვმუშაობ დიპლომატიურ საზოგადოებასთან ევროპაში ჩემი კავშირებით და ვცდილობ, ვიმუშაო ხელისუფლებასთან გადაწყვეტილების მოსაძებნად, რომელიც უფრო მეტად იქნება იმის შესაბამისი, თუ როგორ უნდა ყოფილ პრეზიდენტთან მოპყრობა“.

მისი თქმით, კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.

„კარგია, რომ შეწყალებას არ აპირებს, რადგან საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამას საქართველოს სახელმწიფოს, ხალხის წინააღმდეგ და ევროსასამართლოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მიიღებდა, მაგრამ ეს სპეკულაციებიც არ სჭირდება. საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა რაც არის, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ კონსტიტუციაში ჩაიხედოს და თავისი პასუხისმგებლობა რა არის, რა ფარგლებია, იმის მიხედვით ისაუბროს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა პირველ არხთან საუბრისას.