თეთრი სახლი ეხმიანება კონგრესში უმცირესობის ლიდერის, ჰაკიმ ჯეფრისის განცხადებას, რომელმაც დააანონსა, რომ „დემოკრატები“ „რესპუბლიკელების“ დღის წესრიგს „ქუჩებში“ გაუწევენ ბრძოლას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.
„როდესაც პრეზიდენტი ტრამპი კონცენტრირებულია ქვეყნის გაერთიანებასა და ამერიკელი ხალხის მიერ მოცემული მანდატის შესრულებაზე, კონგრესის უმცირესობის ლიდერი, ჰაკიმ ჯეფრისი აქეზებს ძალადობას და ხალხს მოუწოდებს, „ქუჩებში“ გაილაშქრონ პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგის წინააღმდეგ,“ – განაცხადა თეთრი სახლის პრესისმდივნის მოადგილემ, კუშ დესაიმ Fox News Digital-თან საუბრისას.
„ეს გაუწონასწორებელი ძალადობრივი რიტორიკა საშიშია. ლიდერმა ჯეფრისმა დაუყოვნებლივ უნდა მოიხადეს ბოდიში“, – დასძინა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის კონგრესის „დემოკრატებმა“ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ სწრაფ ცვლილებებზე საპასუხოდ სრულმასშტაბური წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტეს.