კობა კობალაძემ საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

79
spot_img

29 აგვისტო, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებმა, ლისის ტბაზე, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის პარკში, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

მემორიალზე, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ – „ ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” წარმომადგენლები.

29 აგვისტო, უკრაინის დამცველების ხსოვნის დღედ, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, 2019 წელს გამოცხადდა.