კიმ ჩენ ინმა „კამიკაძე დრონების“ მასობრივი წარმოების ბრძანება გასცა

4
spot_img

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა „კამიკაძე დრონების“ მასობრივი წარმოების ბრძანება გასცა.

მისი თქმით, მსგავსი დრონების მსოფლიოში გავრცელება სამხედრო თეორიის გადაუდებელ განახლებას მოითხოვს.

მედიამ გაავრცელა ფოტოები, სადაც კიმ ჩენ ინი დრონებს ათვალიერებს. მისი განცხადებით, მსოფლიოში მძაფრდება კონკურენცია დრონების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაში.

კიმ ჩენ ინმა ე.წ კამიკაძე დრონების ტესტირებას წლის დასაწყისშიც უხელმძღვანელა, რამაც გააჩინა კითხვები, იღებდა თუ არა ის მოსკოვისგან ტექნიკურ დახმარებას მათ შესაქმნელად.