კიევისგან სამშვიდობო შეთანხმების პირობების სია მივიღეთ და მოსკოვისგან ველით – კიტ კელოგი

9
spot_img

აშშ-მა ომის დასასრულებლად პირობების სია უკრაინისგან მიიღო, ახლა რუსეთისგან ველით. ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ტელეარხ Fox News-თან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინს ელაპარაკებოდა, “რუსებმა თქვეს, რომ აპირებენ ე.წ. მემორანდუმის მომზადებას”.

“მივიღეთ სამშვიდობო შეთანხმების პირობების სია კიევისგან, და მოსკოვისგან უნდა მივიღოთ ისინი…

ამის შემდეგ იღებთ ორ დოკუმენტს და მათ აერთიანებთ. ერთად აჯამებთ… და კითხვას სვამთ: სად შეიძლება საერთო წერტილის პოვნა, რათა გავაერთიანოთ? და როდესაც მივიღებთ მათ “სასწრაფო გეგმას” ან მემორანდუმს, მაშინ შევადგენთ საერთო ვარიანტს, და კიდევ ერთი შეხვედრა შედგება”, – განაცხადა კელოგმა.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მოწყობა ვატიკანში სურდა, მაგრამ “მოსკოვმა უარყო ეს”.