კიევის ბრალი არ არის საქართველოში სააკაშვილის ფარული შემოგზავნა, ბრიუსელის ბრალი არ არის, ევროკავშირი მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვს, ჩვენი ბრალია, ჩვენი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ელჩი ამბობს, რომ „პრობლემა არ არის ბრიუსელში, არც ვაშინგტონსა და კიევში, ის არის აქ, საქართველოში“.
„რა თქმა უნდა, კიევის ბრალი არ არის, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ 2021 წლის არჩევნების წინ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა რომ დაგეგმა და განახორციელა. რა თქმა უნდა, ბრიუსელის ბრალი არ არის, ევროკავშირი მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვს. ჩვენი ბრალია, ჩვენი!“ – წერს შალვა პაპუაშვილი.
https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fshpapuashvili%2Fposts%2Fpfbid0ruQNSo4Sfus61ud1xJfVhWRuFxr2FgNDbAu83CiT61n4wy9pTjTczFAGM3UmXhsgl&show_text=true&width=500