„ხვალ საღამოს 7 საათზე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე” – კახა კალაძე

6
spot_img

„ხვალ საღამოს 7 საათზე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე. თბილისი კვლავ იქნება აუცილებლად გამორჩეული, სადღესასწაულოდ მორთული ქალაქი. არავის არ აქვს უფლება, რომ დიდს თუ პატარას წაართვას ის ბედნიერება, რაც მოაქვთ საახალწლოდ მორთულ ქუჩებს. ხვალ აინთება მთავარი ნაძვის ხე და დაიწყება საზეიმო დღეები, გპირდებით ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებას.

რაც შეეხება მცდელობას, ჩაიშალოს დღესასწაული, არ მისცენ პატარებს გართობის შესაძლებლობა, მცირე მეწარმეებს აუკრძალონ თავიანთი პროდუქციის გაყიდვა, მუსიკოსებს კონცერტების გამართვა და საერთოდაც, გააუქმონ ახალი წელი – მინდა ვუთხრა მათ, ნუ წვალობთ, ჩემო მეგობრებო, აუცილებლად მოვალ ახალი წელი, თბილისი იქნება ულამაზესი და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად.

დღეს მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებას უწოდა რაღაც უაზრო „პროვოკაცია” და პირდაპირ დაგვემუქრა, რომ თურმე ამაზე პასუხი უნდა ვაგოთ. ზოგადად, რაზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი მან თავად უკეთესად იცის, რადგან წარმოუდგენელია ვინმე ჭკუათმყოფელს თავში აზრად მოუვიდეს პროვოკაციის მოწყობა ღონისძიებაზე, რომელიც განკუთვნილია ბავშვების, ჩვენი შვილების, მომავალი თაობისთვის.

[…] რაც ზოგადად ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას, იქნება სადღესასწაულო განწყობა, იქნება ზეიმი, იქნება სრულად უსაფრთხო გარემო, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ. სახელმწიფო დღეს არის ძლიერი, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი და ვითარება სრულად კონტროლდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.